LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

118
20210109144755

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 9 იანვარს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.

მისივე განცხადებით, პატრიარქს ტესტირება პრევენციისთვის ჩაუტარდა და მას რაიმე სიმპტომი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილია თვითიზოლაციაში. მას ვირუსი 8 იანვარს დაუდასტურდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები