LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქს უკრაინის პრემიერი ესტუმრა: ჩვენს ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობა უნდა განვითარდეს

87
BeFunky-collage (1)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

პატრიარქი უკრაინის მთავრობის მეთაურს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და პირადად მისი სახელით მიესალმა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს.

„მოგესალმებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. ჩვენს ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობა უნდა განვითარდეს,“- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g