“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში ივლისის დასაწყისში დაგეგმილ „პარლამენტარიზმის განვითარების“ ფორუმზე აპირებენ ჩასვლას. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს რუსული მხარე უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.
„საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული,“ – აცხადებს კალაშნიკოვი.