LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი”პარლამენტში შევა, თუმცა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები არიან

89

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში შევა, თუმცა მათთვის „უამრავი კითხვის ნიშანია“. ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ძალიან უკვირს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასების, რომ არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა.

“საერთაშორისო ორგანიზაციები მეტ-ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ არჩევნებს, რაც გასაკვირია. უფრო გასაკვირია, რომ პარტიების უმრავლესობამაც მეტ-ნაკლებად პოზიტიურად შეაფასა, მათ შორის ვინც ბარიერი ვერ გადალახა. ჩვენ ვცდილობთ ყველა სიტყვა იყოს მოზომილი. არჩევნების შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. არის უამრავი კითხვის ნიშანი. ჩემთვის გაუგებარია, რანაირად შეიძლება აჭარაში ავიღოთ 8 000 ხმა, როცა ბათუმში მიტინგზე იყო 28 000 იყო მოსული. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 280 000 ადამიანი ხელშეკრულებას გიდებდეს, რომ ხმას მოგცემს და ცესკო გეუბნება 100 000 ხმა აიღეო. ისე არ უნდა გამოჩნდეს, რომ მარტო ჩვენ ვართ უკმაყოფილო. პარლამენტში შევალთ, მაგრამ კითხვის ნიშნები უამრავია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g