ჟურნალისტი დათო გორგილაძე პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა.
საბუთებიო. მივაწოდე.
გადმობრძანდითო. გადავედი.
ნასვამი ხომ არ ხართო.
ნარკოტიკი ხო არ გაქვთო.
იარაღიო?
მეთქი არცერთი.
ზედაპირულად დაგათვალიერებთო.
დამათვალიერეს.
კაიო, ალკოტესტს მომიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო.
კაი-მეთქი.
წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად
5000 ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ“, – წერს დათო გორგილაძე.