LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: „დღეს ევროპის დღეა! ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს – დარჩით ევროკავშირის გზაზე

219
პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით.

„დღეს ევროპის დღეა!

ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული.

საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

საქართველოსთვის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა იკისროს. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ.

ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ.

ასე რომ, მოდით აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ“, – განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება ევროპის დღის შესახებ

🇪🇺🇬🇪 “ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ასე რომ, მოდით აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ.” – უყურეთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ევროპის დღის შესახებ. წაიკითხეთ განცხადება აქ: https://bit.ly/3y3fxZy 🔗 ღონისძიების გვერდი: https://www.facebook.com/events/1483268369268359 ℹ️ გაიგეთ მეტი ჩვენს ვებგვერდზე: https://eu4georgia.eu/ka/evropis-dge-2024/ *** 🇪🇺🇬🇪 “We want Georgia with its unique culture and traditions to become part of our European Union family. Stay on the EU path and rest assured – we are by your side on this journey. So let’s celebrate Europe Day with a renewed sense of purpose and join hands to bring Georgia closer to the EU membership.” – Watch the statement of the EU Ambassador Pawel Herczyński on Europe Day. Read the statement: https://bit.ly/3JSOGCg 🔗 Event page: https://www.facebook.com/events/1483268369268359 ℹ️ More info on our webpage: https://eu4georgia.eu/europe-day-2024/ #EuropeDayGeorgia2024

Posted by European Union in Georgia on ოთხშაბათი, 08 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g