LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: ვიოლა ფონ კრამონს თავისუფლად შეუძლია ჩამოვიდეს აქ, საქართველოში – ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად მივიდეს, რომელ ადგილებში

121
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მას თავისუფლად შეუძლია ჩამოვიდეს აქ, საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკას, მარტში გამართული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებით.

„ის თავად იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის, რომელ ადგილებში. ასე რომ, კომენტარის სახით სათქმელი არაფერი მაქვს“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, გუშინ, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ წევრებმა, გააკრიტიკეს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე იყო მისული და მას სოლიდარობა გამოუცხადა.

მარიამ ლაშხი: „კრამონი ჩართული იყო ძალადობის, მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში.. ყოვლად მიუღებელია“

წარმოუდგენელია, ქვეყნისთვის კარგი სურდეს და ანარქისტულ განცხადებებს აკეთებდეს – წილოსანი კრამონზე

ზარქუა: „ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე – „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის ქვეყანაში ესროლონ ახალგაზრდებმა პოლიციელებს.. აბა რას უზამენ, დაჯდება თუ არა ევროპარლამენტში?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g