LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ვოლიამ ანასტასია ვოლოჩკოვას შპაგატი გააშარჟა (ვიდეო)

56

Comedy Club-ის რეზიდენტმა პაველ ვოლიამ, შოუს ფარგლებში ერთ-ერთი  გამოსვლის დროს ანასტასია ვოლოჩკოვას ინსტაგრამის გვერდის განხილვა მოაწყო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 40 წელი შეუსრულდა. პოპულარული შოუმენი შეეცადა დელიკატურად აეხსნა თუ როგორ გამოიყურებოდა ბალერინას ინსტაგრამი. მისი თქმით ვოლოჩკოვას ისე უყვარს ფეხების გაშლა და შემდგომ სურათების გადაღება, რომ დროა მის ინსტაგრამის გვერდს სახელი შეეცვალოს და ”შპაგატოგრამი” ეწოდოს.

”ვოლოჩკოვას ინსტაგრამი კი არა, “შპაგატოგრამი” აქვს. ის ყველგან გვანახებს თავის შპაგატს. რაც ყველაზე მთავარია, ბალერინა მუდმივად დასასვენებლად იმყოფება და იქიდანაც კი იღებს მსგავს სურათებს. ის შეიძლება საცურაო კოსტუმით იყოს შემოსილი, შეიძლება ძაფით ან როგორ ვთქვა… შეიძლება კულისები ჩანდეს, ან სულაც ორკესტრის ორმო” – იხუმრა შოუმენმა.

უნდა აღინიშოს ისიც, რომ ანასტასია ვოლოჩკოვას შპაგატი მის გულშემატკივრებს დამატებით შემოქმედებით მოტივაციას აძლევს და სულაც არ იწვევს გაღიზიანებას მისი ”შპაგატოგრამი”-ს მიმდევრებს შორის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები