“ნებისმიერი პედაგოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, ავტომატურად აისახება მის ირგვლივ ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაში”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა მესტიაში, სადაც ცნობილი ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები პედაგოგებს შეხვდნენ.
ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასწავლებლები კოვიდვაქცინით აიცრნენ.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო და შემოდგომით სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლებელი გახდეს:
“უსაფრთხო სკოლა ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შემოდგომამდე მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებელი გახდეს სწავლის დაწყება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის რეგიონებში პედაგოგები სარგებლობენ ძალიან დიდი ავტორიტეტით.
ამიტომ, ნებისმიერ პედაგოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, ეს ავტომატურად აისახება მის ირგვლივ ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაში”, – თქვა მან.
აღნიშნულ შეხვედრას ცნობილი ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები უღძვებოდნენ. პროგრამის მიზანი ყველა იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო, რას ვაქცინაციის შესახებ არსებობს.
იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო სესიები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განათლების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით იმართება.