წასვლის სანაცვლოდ ორი წლის ჯამური ხელფასი – ეს შესთავაზა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს, რომლებსაც მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი არ ექნებათ.
სახელმწიფო ამ პედაგოგებს ნებაყოფილობით არჩევანს 2019 წლამდე უტოვებს.
როგორც ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, პედაგოგებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).
რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი, სკოლების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. სამინისტროს მიდგომების პრეზენტაცია ამ საკითხზე 25 იანვარს გაიმართება.
"ძველი" მასწავლებლების სისტემიდან გასვლა აუცილებელია - მასწავლებლები მორიგ რეფორმაში
2019 წლის განმავლობაში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა რამდენიმე შემთხვევაში ექნება:
- თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
- თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
- თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ განაცხადოს 2019 წლის ბოლომდე.
- სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.
ზოგიერთ მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება
რომელი პედაგოგები მიიღებენ მზარდ ანაზღაურებას?
- ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.
ასევე ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლების გარკვეულ კატეგორიას ხელფასი გაეზრდება.