LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პეგასუსის სკანდალი” – საფრანგეთის პრეზიდენტი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა

116
1

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმ 14 სახელმწიფოს მეთაურსა და 50 ათას ადამიანს შორის აღმოჩნდა, ვისი სატელეფონო ნომრებიც ვირუსული პროგრამა “პეგასუსის” სავარაუდო სამიზნე სიაში მოხვდა.

Euronews-ის ინფორმაციით, მაკრონი იმ სიის სათავეშია, რომელშიც 14 სახელმწიფო მეთაურია შეყვანილი. მათი ტელეფონის ნომრები ინფიცირებულია “პეგასუსის” ჯაშუშური პროგრამით, რომელიც ისრაელის კომპანია NSO Group-მა შეიმუშავა.

შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების მონიტორინგისთვის გაიყიდა.

Amnesty International-მა კი სამშაბათს განაცხადა, რომ პროგრამა სწორედ NSO Group-ს კლიენტებმა გატეხეს.

ჰაკერების მიზანი პირად საკომუნიკაციო საშუალებებში ვირუსული გზით პროგრამის შეყვანა და მისი დახმარებით სატელეფონო საუბრების მოსმენა იყო.

თავად კომპანია NSO GRUP-ში ჰაკერებთან კავშირს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მათი ერთადერთი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლაა და პროგრამაზე წვდომა მხოლოდ სადაზვერვო და სამართალდამცველ უწყებებს ჰქონდათ.