LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პეგასუსის” თვითმფრინავი მოცურდა და ხევში ჩავარდა – რა მოხდა სტამბოლში

763
pegasusi

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “პეგასუსი” კუთვნილი თვითმფრინავი მოცურდა. შემთხვევა სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში მოხდა. მგზავრებით სავსე თვითმფრინავი დაფრენისას,  ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა, ბილიკიდან გადავიდა და ბოლო ინფორმაციით, მას ცეცხლი გაუჩნდა.

 შემთხვევის შედეგად 52 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. მისი თქმით, ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა.

თვითმფრინავში 117 მგზავრი იმყოფებოდა. ის იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g