თბილისში, პეკინის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბასლაინზე გადადიოდა, რა დროსაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
