LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩაზე ველობილიკზე გადასვლისთვის ფეხით მოსიარულეებიც დაჯარიმდებიან

39

პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ მოწყობილ “ბას ლეინსა” და ველობილიკზე არადანიშნულებისამებრ მოძრაობისთვის, ავტომობილის მძღოლებთან ერთად, ჯარიმები ქვეითებსაც ელით.

ქვეითები, რომლებიც არ გაითვალისწინებენ, რომ ბილიკი არა მათი, არამედ ველოსიპედით მოსიარულეებისთვისაა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდებიან.

როგორც კოდექსშია მითითებული, ქვეითების მიერ, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა 10 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

რაც შეეხება მძღოლებს, “ბას ლეინის” და ველობილიკის გადაკვეთისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფოტოსურათი, სადაც ფეხით მოსიარულე ველობილიკზე გადაადგილდება და შესაბამისად, აღნიშნულ რეგულაციას არღვევს, პეკინის რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისის მერიამ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები