LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციურის ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, 1 წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალი იქნება და ჯანმრთელიც

298
BeFunky-collage (3)

„მოწმეების ნდობის ფაქტორი დაბალია, ვინაიდან, გამოიკვეთა, რომ მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, რეალურად ადამიანები დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ზედაპირულია, ან სხვისი გადმოცემით ან ადვოკატის ინფორმაციით იციან”, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს „სასჯელის მოხდისგან თავის არიდების გეგმის შესრულების“ ოპერაცია.

„მე არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დაავადებული, რაღაც დაავადებებით, რომელიც სტრესისგან და შეუგუებლობისგან არის გამოწვეული. ჩვენ ვიხილავთ იმას, რომ არის თუ არა სააკაშვილი მძიმედ დაავადებული და ეს მძიმე დაავადება არის თუ არა ისეთი, რომლის მკურნალობა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში არ შეიძლება, ამაზეა საკითხი.

მეორე მხარე პროპაგანდისტულია, სამართლებრივი და სამედიცინო კუთხით, ყოველთვის აკეთებდა აქცენტებს იმაზე, რომ ის მოწამლეს, არასათანადოდ მკურნალობენ და ამავე დროს ამბობენ, ამაზე რატომ გვპასუხობთო“,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ნიკოლეიშვილის თქმით, სააკაშვილის მკურნალობა, თუ ის დაექვემდებარება და თვითდაზიანებას არ გააგრძელებს, სავსებით შესაძლებელია საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში

„დარწმუნებული ვარ, რომ 6 თვის, 1 წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალიც იქნება და ჯანმრთელიც, განურჩევლად იმისა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს რომელიმე კლინიკაში თუ საზღვარგარეთ. მერე იტყვიან, ავად იყო, მაგრამ ჩვენ ვუმკურნალეთო. როგორც ცნობილია „დემენცია“ საერთოდ არ იკურნება, მაგრამ გამონაკლისი იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ნდობის ფაქტორი დაბალია ექსპერტების მიმართ, რომლებიც დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ზედაპირულია, ან სხვისი გადმოცემით ან ადვოკატის ინფორმაციით იციან.

„გამოიკვეთა, რომ მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, რეალურად ადამიანები დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ზედაპირულია, ან სხვისი გადმოცემით ან ადვოკატის ინფორმაციით იციან. თვითონ არ აქვთ ნანახი და როდესაც ჩაეკითხები, მეორე მხარეს არ უნდა ეს ჩაკითხვები. პასუხი გაგვცეს ის, რომ „ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ დიაგნოზი, მაინც დავსვითო“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

magti 5g