„ლიბერთი ბანკი“ საკუთარი რესურსით 100 მლნ ლარიან პროგრამას იწყებს, პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით.
„მოგესალმებით, „ლიბერთი ბანკის“ სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.
როგორც უკვე განვაცხადეთ, „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, ვიწყებთ 100 მილიონ ლარიან პროგრამას – აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.
პენსიონერებს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ
ამ ეტაპზე ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს
ახლა კი, დეტალები თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა წინასწარ და როგორ შეძლებენ 70 წლის და ზევით ჩვენი თანამემამულეები ამ თანხებით სარგებლობას:
პენსიები წინასწარ ჩაირიცხება 70 წლის და ზევით ჩვენი მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და უკვე ხვალიდან, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხებით, ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით – მაღაზიებსა და აფთიაქებში.
ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრში კი, ერთი ზარით, შეძლებენ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას, ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.
ამიტომ, წინასწარ ჩარიცხული პენსიით, უფასოდ, სარგებლობა მომხმარებლებს შეეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას.
ხოლო, რაც შეეხება განაღდებას, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყველა პენსიონერს ეტაპობრივად, ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით.
ამ გრაფიკის სანახავად, ჩვენ შევქმენით სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც ძალიან მარტივად, შესაძლებელია ნახვა თუ როდის შეძლებს მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობას.
ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც თითოეულ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთან – განახორციელებს ავტომატურ ზარებს და შეტყობინებებს ნაღდი ფულით სარგებლობის თარიღს და ასევე, უპასუხებს მათ კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან. ზარი უფასოა. ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში. ახლა დროა, რომ გავერთიანდეთ ყველა, და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე. ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ, ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლის და ბანკში ვიზიტის საჭიროება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.