ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 480 რაკეტა ისროლა, აქედან კი 70-ზე მეტი ბელარუსის ტერიტორიიდან არის გაშვებული.
როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 480 რაკეტა გაისროლა, აქედან 230 გაშვებულია მობილური დანადგარებიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეიტანა.
160 რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან გაეშვა, 70 რაკეტა ბელარუსიდან, ხოლო 10 შავი ზღვის ფლოტის გემებიდან.
” ვაკვირდებით ქალაქების ძლიერ დაბომბვას ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – კიევზე, ჩერნიგოვზე და ხარკოვზე. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ძალები ჩრდილოეთში გაჩერდნენ”, – აცხადებენ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.
ვიდეო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეუბანში შეტაკებები გრძელდება
რა ვითარებაა უკრაინაში – მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ლინკზე: