LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

People-მა 2023 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

129
Screenshot 2023-11-09 112016

2023 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი 57 წლის მსახიობი და ავტომრბოლელი პატრიკ დემპსი გახდა. ტრადიციული რეიტინგი ჟურნალმა People გამოაქვეყნა.

პატრიკი People-ის გარეკანზე აქამდეც არაერთხელ მოხვედრილა. მისი ცნობადობა შორეულ 2005 წელს იწყება, როცა ძალიან პოპულარული სერიალი „გრეის ანატომია“ გამოვიდა. შეპარდი იქ დოქტორ დერეკის როლს ასრულებდა და მილიონობით ქალის გული მოიგო.

„მიხარია, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდება“, უთხრა გამოცემას მსახიობმა. „სასიამოვნოა როცა ასეთ წოდებას განიჭებენ, ჩემი ეგო ნამდვილად გაიზარდა. ეს წოდება მაძლევს პლატფორმას, რათა სტატუსი რაღაც პოზიტიურისთვის გამოვიყენო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები