LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერმი-ბათუმის მიმართულებაზე რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

information-service-park_sun1

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი პერმი-ბათუმი-პერმის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. ფრენები 6 ივნისიდან კვირაში სამი სიხშირით:  ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

პერმის აეროპორტთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რუსული ავიაკოპანია Pobeda Airlines აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 28 სექტემბრამდე განახორციელებს.

ცნობისთვის, Pobeda Airlines პერმიდან თბილისის მიმართულებით რეისებს უკვე ასრულებს. აღნიშნულ ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები