LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: „დასავლეთში არსებობს „ომის პარტია“, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურს“

109
დმიტრი პესკოვი

„კიევის რეჟიმის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებმა თეთრ სახლში კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიმართლე, რომ კონფლიქტის მოგვარებისადმი რუსეთის ღიაობას წინ ეღობება კიევის მხრიდან სურვილის უქონლობა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს:

„უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად – ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის და რეალური პრობლემების გადასაწყვეტად

„დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მთელი რუსული მხარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრეზიდენტ პუტინის სისწორეში, როდესაც მან თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესისადმი რუსული მხარის ღიაობის მიუხედავად, მთელ ამ კეთილ ზრახვებს ეწინააღმდეგება კიევის რეჟიმის მხრიდან სურვილის უქონლობა, მხარი დაუჭიროს ასეთ დინამიკას. ჩვენ ეს სრული ძალით ვნახეთ ვაშინგტონში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პესკოვის მტკიცებით, დასავლეთში არის „ომის პარტია“, რომელსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება.

ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან

„რჩება ქვეყნების ჯგუფი (დასავლეთში), რომლებიც წარმოადგენენ “ომის პარტიას” და აცხადებენ მზადყოფნას, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერისა და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების მიზნით“. – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g