LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, რუსეთი შუამავლის ძალისხმევას გააგრძელებს

75
დიმიტრი პესკოვი

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, თავშეკავება გამოიჩინონ და სამმხრივი შეთანხმებების შესრულება უზრუნველყონ. როგორც მედია წერს, შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

როგორც პესკოვმა განაცხადა, გუშინ საზღვარზე სამხედრო მოქმედებების განახლებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ რუსეთის შუამავლობით შესაძლებელი გახდა მხარეებისთვის თავშეკავებისკენ მოწოდება.

„რუსეთი ამ ძალისხმევას გააგრძელებს. მიგვაჩნია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციის ერთადერთი გზა სამმხრივი შეთანხმებების განხორციელებაა. მხარეებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რაც იძლევა გარანტიას, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ განმეორდება,“ – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ძალისხმევა გამოიჩინა. კერძოდ, ის ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g