LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტერ ფიშერი: ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება

152
პეტერ ფიშერი

ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს“.

კაია კალასი: თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია – საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს

„თუ თქვენ ქვეყანა ხართ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და კაია კალასისგან ასეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც გერმანიაც ეთანხმება, მაშინ თქვენ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, – წერს ელჩი X-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g