LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტიცია რიანას წინააღმდეგ – “რიანას ამ ბეწვის ქურქის შექმნისას 50 ცხოველი წამებით მოკლეს”

132

ვებგვერდზე  www.yousign.org პეტიცია გაჩნდა, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, რიანას მუსიკის ბოიკოტირების  მიზნით, პეტიციას ხელი მოაწერონ. ამის მიზეზი კი მომღერლის ქურქებისადმი განსაკუთრებული სიყვარულია.

პეტიციის შემქმნელების ყველაზე დიდი გაღიზიანება მომღერლის იმ ყვითელმა ბეწვის ქურქმა გამოიწვია, რომელიც მას გასულ წელს Met Gala-ს ივენთზე ეცვა. განცხადებაში წერია, რომ ამ შუბის შექმნისას 50 ცხოველი წამებით მოკლეს. აქვე  ნათქვამია, რომ რიანა  არასოდეს თანამშრომლობს ცხოველთა დაცვის საზოგადოებასთან და მუდმივად ახდენს ბეწვის სამოსის აფიშირებას.

რაც შეეხება Met Gala-ს ივენთზე რიანას უზარმაზარ ყვითელ ქურქს, ის Guo Pei-ის მოდის სახლმა შექმნა და ის ჩინელი ქალბატონების ხელნაკეთი აქსესუარებით გააფორმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g