LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პეტრა ჯგუფმა“ ილია სულამანიძეს საჩუქრად პრემიალური აპარტამენტი გადასცა 

1580
Petra Sea Resort

27 აგვისტოს „პეტრა ჯგუფმა“ ციხისძირში მიმდინარე პროექტ Petra Sea Resort-ში, ვიცე-ჩემპიონ ილია სულამანიძეს პრემიალური ზღვისპირა აპარტამენტი გადასცა საჩუქრად.

ქართველი ძიუდოისტი მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.

„პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული შთამბეჭდავი წარმატების შემდეგ, ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ილია სულამანიძეს გადასცეს ზღვისპირა აპარტამენტი ციხისძირში.

ეს, ერთი მხრივ, იქნება ჩვენი გუნდის სახელით გამოხატული მადლიერება ჩემპიონის მიმართ, მეორე მხრივ კი – საჩუქარი იმ თავდადებული შრომისთვის, რომლის შედეგიც იყო საქართველოს სახელით მოპოვებული საამაყო გამარჯვება.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მას და ვუსურვოთ კიდევ უფრო დიდი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე.

ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ ილია სულამანიძე ჩვენი პროექტის მაცხოვრებელი იქნება!

,,პეტრა ჯგუფი“ განაგრძობს სპორტის თითოეული სახეობის მხარდაჭერას და ჩვენი მხრივ, ამ მხარდაჭერის გამოხატულება იქნება სხვადასხვა სახით გამოხატული მადლიერება წარმატებული სპორტსმენების მიმართ.

იმედი გვაქვს, რომ მალე შევხვდებით ციხისძირში!“, – ამბობს თინათინ კალანდარიშვილი, Petra Group-ის პროექტების ხელმძღვანელი.

Petra Sea Resort დეველოპერული კომპანია Petra Group-ის ზღვისპირა, დამოუკიდებელი კურორტის კონცეფციის მქონე პროექტია ციხისძირში, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ აპარტამენტებსა და რეზიდენციებს, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სასტუმროებსა და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები