LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე კოლხი: ნამდვილი თავისუფლება ზნეობაზე გადის! ეკლესია უზნეობას არასდროს ქადაგებს

144
პეტრე-კოლხი

ნამდვილი თავისუფლება ზნეობაზე გადის!.., – წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი. ის იმედოვნებს, რომ საპატრიარქო და მორწმუნე მრევლი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალადობის პროვოცირება არ მოხდეს არც ერთი მხრიდან.

“ეკლესია უზნეობას არასდროს ქადაგებს. შეიძლება კონკრეტული სასულიერო პირი ქადაგებდეს, მაგრამ არა ეკლესია და არა ქრისტეს სწავლება, რომელიც შეუცვლელი იქნება, აღსასრულამდე!..”- წერს პეტრე კოლხი.

საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც “ღირსების მარშია” დაგეგმილი, თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.

ისინი თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მარშის ჩატარებისგან თავი უნდა შეეკავებინათ.

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პროტესტი, 5 ივლისს შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ – საპატრიარქო

ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს – თაბაგარი საპატრიარქოზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g