LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე კოლხის მიძღვნა პატრიარქს – „არ გაქვს უფლება, მგლების ხროვაში დაგვტოვო მარტო…“

10817
mama-petre-kolki-news

პეტრე კოლხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ლექსს უძღვნის და ამით უცხადებს მხარდაჭერას ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.

გთავაზობთ სასულიერო პირის ლექსს:

„შენ უწმინდესო, არ გაქვს უფლება,
მგლების ხროვაში დაგვტოვო მარტო…
იმედი როგორ დაგვიბრუნდება,
როცა უსიტყვო ტკივილზე ვდარდობთ…

მწყემსო კეთილო, მოხედე ვენახს,
სათქმელი გვაქვს და მაინც ვჩუმდებით…
გვექნება მარცვლისოდენა რწმენა,
თუ ქრისტესავით დაგვიბრუნდები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g