LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრო პოროშენკომ მილიარდერის სტატუსი დაკარგა – ომმა უმდიდრესი უკრაინელები „გააღარიბა“

311
2022-01-19T130805Z_1807195206_RC2D2S964G4S_RTRMADP_3_UKRAINE-POROSHENKO-COURT-pic_32ratio_900x600-900x600-5178

ომის დაწყებიდან დღემდე, უმდიდრესი უკრაინელების ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს მილიარდერების გლობალური სია განაახლა, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო დღეებში, ყველაზე მდიდარმა უკრაინელებმა უდიდესი ზარალი განიცადეს.

Forbes-ის მიხედვით, უმდიდრესი უკრაინელების რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა რინატ ახმეტოვმა, მისი ქონება ამჟამად 4,2 მილიარდი დოლარადაა შეფასებული, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახმეტოვმა ომის დაწყებიდან 9,5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

Grammarly-ის თანადამფუძნებლები ალექსეი შევჩენკო და მაქსიმ ლიტვინი კანადის მოქალაქეებად არიან მითითებული მილიარდერების გლობალურ სიაში. ამერიკული Forbes-ი მათ ქონებას უცვლელად, 4 მილიარდ დოლარად აფასებს.

ვიქტორ პინჩუკის ქონება 2,6 მილიარდი დოლარიდან 1,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, კონსტანტინე ჟევაგოს ქონება კი 0,8 მილიარდით – 1,3 მილიარდ დოლარამდე.

ამ დრომდე, მილიარდერებად რჩებიან ვადიმ ნოვინსკი (1,3 მილიარდი დოლარი), ვლად იაცენკო (1,1 მილიარდი დოლარი), გენადი ბოგოლიუბოვი (1,1 მილიარდი დოლარი) და იგორ კოლომოისკი (1 მილიარდი დოლარი). რაც შეეხებათ ალექსანდრე და გალინა გერეგიებს, ისევე როგორც პეტრო პოროშენკოს, მათ ომის დაწყებიდან მილიარდერის სტატუსი დაკარგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g