კომპანია Peugeot ჟენევის ავტოსალონზე ბრენდის ახალ ამბასადორს წარმოადგენს. ის ლომის გიგანტური სკულპტურაა, რომელიც მარკის 200 წლიანი ისტორიის ძლიერებისა და დიდებულების სიმბოლო იქნება.
ქანდაკება, რომელიც Peugeot Design Lab-ის დიზაინერებმა შექმნეს, სიგრძეში 12,5 მეტრია, სიგანესა და სიმაღლეში 4,8 მეტრი. ლომი მარკის სიმბოლო 1958 წლიდან არის. ის ხერხის ფირფიტებს აწარმოებდა და სამ მთავარ თვისებას ასახავდა: კბილანების სიმყარეს, ჭრის სისწრაფესა და მოქნილობას.
ჟენევის მოტორშოუზე Peugeot რამდენიმე სიახლეს გაიტანს. ეს იქნება ახალი კომპაქტვენი Rifter, რომელმაც Partner ჩაანაცვლა.
ასევე, ჟენევაში გამოჩნდება Peugeot 508-ც.