კომპანიები – „ფაიზერი“ და „ბიონტექი“ აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის და უსაფრთხოა.
კერძოდ, კომპანიების ინფორმაციით, ვაქცინამ II და III ფაზის კლინიკურ კვლევაში 5-დან 11 წლამდე ბავშვებში წარმოქმნა იმუნური პასუხი, რომელიც 16-დან 25 წლამდე ასაკის პირებში დაფიქსირებული იმუნური პასუხის თანაბარია.
კომპანიები ასევე აცხადებენ, რომ გეგმავენ, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენების ავტორიზაციის თხოვნით მიმართონ.
„კვლევის შედეგები არის მყარი საფუძველი იმისთვის, რომ 5-11 წლის ბავშვებში ჩვენი ვაქცინის გამოყენების ნებართვის მიღებას შევეცადოთ,“ – აცხადებენ კომპანიებში.
შეგახსენებთ, რომ „ფაიზერი“/„ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენება ამ დროისთვის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, 12 წლიდან ბავშვებშია ნებადართული.