LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა – „ადამიანი მუსიკა გაფრინდა… ერთად გავიზარდეთ, ყველაფრის მიუხედავად, ვერ გადავარჩინე… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ, შენი შემოქმედება დიდხანს დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიას“

1918
ლევან შენგელია

55 წლის ასაკში აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი – პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

ლევან შენგელიას გარდაცვალების შესახებ წერს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და ლევან შენგელიას ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„ყველაზე მეტად ამ სტატუსის მეშინოდა რომ დამეწერა, ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით ძალიან დიდი ხანი ამერიკაში, ყველაზე მეტად მე ვუგებდი მას და ყველაზე მეტად მე ვარ დღეს დაჩაგრული, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ვერ გადავარჩინე. ჩემს უფროს შვილსაც მისი სახელი ჰქვია.

ლევან არ გემშვიდობები, მეც მალე მოვალ შენთან და გავაგრძელებთ აუცილებლად ჩვენს ძმობას. დროებით!

მიყვარხარ ძალიან, ძალიან იცოდე“, – წერს კახა შენგელია სოციალურ ქსელში.

ყველაზე მეტად ამ სტასუსის მეშინოდა რომ დამეწერა, ყველაზე მეტად მიყვარდა რადგან ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით ძალიან…

Posted by Kakha Shengelia on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024

მუსიკოსის გარდაცვალებას ეხმიანება მომღერალი ნინი შერმადინიც:

„რანაირად ჩუმად წახვედი მაე, არ გეკადრებოდა ასე ჩუმად და უხმაუროდ გაპარვა ჩემებთან… შერმიკოს უყვარხარ ძალიან! შენ ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები ყოველთვის! ძაან მატკინე გული, არ ვიყავი ამის ღირსი შენგან, ხომ მითხარი, კარგად ვარო… ძაან მომენატრები იცოდე. მომიკითხე ჩემები და იქ აცინე ბევრი ჩვენს ისტორიებზე… ძალიან მიყვარხარ, შეხვედრამდე ჩემო გენკა მეგობარო. ღმერთო, ვერ ვიჯერებ, რომ ამას შენზე ვწერ… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ“, – წერს ნინი შერმადინი და ლევან შენგელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

რანაირად ჩუმად წახვედი მაე, არ გეკადრებოდა ესე ჩუმად და უხმაუროდ გაპარვა ჩემებთან… შერმიკოს უყვარხარ ძალიან! შენ ჩემი…

Posted by Nini Shermadini on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024

„მშვიდობით მეგობარო. ეს კლიპი 2006 წელს გადავიღეთ. უფალმა გაანათლოს შენი სული, დიდხანს დარჩება შენი შემოქმედება და სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიას“, – წერს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე.

მშვიდობით მეგობარო 😥💔 ეს კლიპი 2007 წელს გადავიღეთ , უფალმა გაანათლოს შენი სული , დიდხანს დარჩება შენი შემოქმედება და სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიას ❤️ Levan Shengelia 🙏

Posted by ირაკლი კიკვაძე on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024

„მომენატრები მეგობარო… შევხვდებით იქ, დიდ მუსიკაში…

ლევან შენგელია, ადამიანი მუსიკა გაფრინდა“, – წერს მომღერალი ნინი წიკლაური.

მომენატრები მეგობარო… შევხვდებით იქ, დიდ მუსიკაში… 😢😢😢😭 ლევან შენგელია, ადამიანი მუსიკა გაფრინდა… 😭

Posted by ნინი წიკლაური on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024

ლევან შენგელია 1975 წლის 6 მაისს სამტრედიაში დაიბადა. 19 წლის ასაკში გაემგზავრა აშშ-ში, სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ნიუ-იორკში. პარალელურად, იყო საქართველოში განხორციელებული მუსიკალური პროექტების, მათ შორის, მუსიკალური საღამოების – „ჯადოსნური ღამე“ – ორგანიზატორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა Piano School of New York City-სა და Anselmo Academy of Music and the Arts-ში.

როგორც ცნობილია, მუსიკოსი მძიმე სენს ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g