LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პინკი ,,ტონის დაჯილდოებას“ წაიყვანს

133
photo-collage.png

პინკი ,,ტონის 79-ე დაჯილდოების” ცერემონიას გაუძღვება.

ინფორმაცია ამის შესახებ თავად არტისტმა გაასაჯაროვა და ამ შესაძლებლობას, ,,ცხოვრების მთავარი პატივი” უწოდა.

მართალია, პინკს ბროდვეის სცენაზე არასდროს უთამაშია, თუმცა მისი თქმით თეატრალური სამყარო ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა მის შემოქმედებაზე.

ამასთან, შემსრულებლის სიმღერები გამოყენებულია ისეთ პოპულარულ მიუზიკლებში, როგორებიცაა: Moulin Rouge! The Musical და & Juliet.

79-ე Tony Awards 7 ივნისს ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „ტონი“ ყველაზე პრესტიჟული ამერიკული პრემიაა თეატრისა და მიუზიკლის სფეროში. იგი ითვლება თეატრალურ სამყაროში ისეთივე მნიშვნელობის ჯილდოდ, როგორიც არის „ოსკარი“ კინოსთვის, „გრემი“ მუსიკისთვის და „ემი“ ტელევიზიისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები