პინკის მეშვიდე სტუდიური ალბომის – Beautiful Trauma მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე მოულოდნელობებით გრძელდება.
თვალცრემლიანი პინკი - მომღერლის კონცერტზე ლესბოსელი წყვილი დაინიშნა (ვიდეო)
ამ დღეებში, პინკი მეშვიდე სტუდიური ალბომის Beautiful Trauma მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეთი შოტლანდიას სტუმრობდა.
ამჯერად, ამერიკელი მომღერალი ლივერპულელი მსმენელის წინაშე წარდგა. აღმოჩნდა, რომ შოუს 39 წლის შემსრულებლის ორსული თაყვანისმცემელი, დენის ჯონსი ესწრებოდა, რომელსაც მშობიარობა მაშინ დაეწყო, როცა პინკმა საღამო სიმღერით Get the Party Started გახსნა.
გაირკვა, რომ არტისტის 32 წლის ფანმა, ,,ენფილდის” სამედიცინო ოთახში, გოგონა გააჩინა. ჯონსმა პატარას საყვარელი მუსიკოსის პატივსაცემად – დოლი პინკი დაარქვა.
Baby Dolly Pink Born at @Anfield Whilst watching @Pink concert! Mum and Baby are doing Amazing, thank you to the amazing paramedics that deliverd her! @LFC @LivEchonews #LiverpoolBaby #Liverpool ❤❤ pic.twitter.com/8W9ZnzNHXk
— Chloe Dryhurst (@dryhurst_chloe) June 25, 2019
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს თავად პინკიც გამოეხმაურა. მან ,,ინსტაგრამზე” პოსტი სათაურით ,,დოლი პინკს წვეულების დაწყება სურდა” გამოაქვეყნა.
View this post on Instagram
Dolly Pink wanted to get the party started ??❤??
A post shared by P!NK (@pink) on
შეგახსენებთ, რომ პინკის – Beautiful Trauma World Tour გასული წლის 1 მარტს დაიწყო. კონცერტების სერია მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დასრულდება.