LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადობის მოწმობების და პასპორტების გაცემა განახლდა – თეა წულუკიანი

128
Capture

“საჯარო რეესტრი, რომელიც ქონებრივ უფლებებთანაა დაკავშირებული, ონლაინ სრულად განახლდა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ასევე განახლდა სამოქალაქო რეესტრის მიერ პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს სამინისტროს შესაბამისად აღჭურვილი თანამშრომელი ბინაზე მოემსახურება.

“სხვა ასაკობრივი კატეგორიის პირებთან დაკავშირებით, მოხდება ცხელი ხაზის მეშვეობით სპეციალურად მათთვის შეხვედრის დანიშვნა. ცხელ ხაზზე ან ვებ-გვერდზე შეგიძლიათ სხვადასხვა თავისებურებებს გაეცნოთ როგორ გაიცემა ეს სერვისები. როცა მოქალაქეები შეთანხმებულ დროს კონკრეტულ მისამართზე მივლენ, ეს მოხდება ისე, რომ მათ სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ექნებათ.
ასევე, დღეს დილით განახლა აპოსტილის და დაბადება-გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. რაც შეეხება საჯარო რეესტრს, რომელიც ქონებრივ უფლებებთანაა დაკავშირებული, გუშინ სრულად ონლაინ განახლდა რეესტრის საქმიანობა. აქაც უკიდურეს შემთხვევაში თუ მოქალაქის ნახვა და იდენტიფიცირებაა საჭირო, ნამდვილად საკუთარ ქონებას ასხვისებს თუ არა, ასეთ შემთხვევაში მოხდება შეხვედრის დაჯავშნა, ჩანიშვნა და შესაბამის მისამართზე გამოცხადება. გუშინ ციფრებმა აჩვენა, რომ ბევრმა მოქალაქემ გაიგო ამის შესახებ და მოგვმართა”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ასევე იხილეთ:

მუშაობენ თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ვაქცინაზე

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე: მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g