LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადის ტარების ვალდებულება ორ კვირაში იწურება – კანონის გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობენ

310
პირბადე
პანდემიის დროს პირბადის ტარების ვალდებულება ორ კვირაში იწურება. კანონმდებლები მის გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობენ.განხილვა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხდება.

“ეს რეგულაცია საკანონმდებლო დონეზე 2 მარტის იქით წყდება, ამიტომ აუცილებელია ის თავიდან აისახოს კანონში და განისაზღვროს კონკრეტული ვადა და იყოს ეს კანონისმიერი ვალდებულება. სწორედ ეს რეგულაცია საკანონმდებლო ინიციატივის სახით შემოდის, რომ პირბადის ტარება იქნება სავალდებულო როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. თუკი პირი დაარღვევს ამ რეგულაციას, პირველ შემთხვევაში დაჯარიმდება 20 ლარის შემთხვევაში, თუ განმეორებით იქნა ასეთი დარღვევა დაფიქსირებული, ეს ჯარიმა გაიზრდება 50 ლარით,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20 ლარია, კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქე უკვე 50 ლარით ჯარიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები