LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეები 50 ლარით დაჯარიმდებიან

94
პირბადე

პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. შესაბამისად, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 50 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პირველ ჯერზე დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობაა 20 ლარი როგორც ღია, ისე დახურულ საჯარო სივრცეში. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ავტორები არიან უმრავლესობის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე და ვლადიმერ კახაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g