პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20 ლარით დაჯარიმდებით – ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა. კანონპროექტის პირველი ვერსიით, თანხა 50 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს ნაწილი მოგვიანებით დაკორექტირდა.
შესაძლოა, პირბადის გარეშე საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნა "გონივრული ოდენობით" დაჯარიმდეს
"საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა"
კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილებისას მძღოლიც და მგზავრიც ვალდებულია ატაროს პირბადე.
რაც შეეხება იურიდიული პირებს, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება კომპანიების 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
რაც შეეხება კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევას, ჯარიმა ისევ 2000 ლარია, იურიდიული პირისთვის კი – 10 000 ლარიანი ჯარიმა. განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ.