LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის დაფარავს არამარტო ესპანეთსა და საქართველოს, არამედ ლათინურ ამერიკასაც – ელჩი

64
Rio3-1-980x699

„პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს უწყობს როგორც ინვესტიციებს, ასევე ტურიზმის განვითარებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ განახლდება ავიაკომპანია Wizz Air-ის ფრენები ბარსელონასა და ქუთაისს შორის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დაინიშნოს ფრენები მადრიდსა და თბილისს შორის”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე აცხადებს.

მისი თქმით, ძალიან აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან Air Europa და Iberia.

„ეს წამყვანი ესპანური ავიაკომპანიებია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დაინიშნება პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის და ეს დაფარავს არამარტო ესპანეთსა და საქართველოს, არამედ ლათინურ და ცენტრალურ ამერიკას. რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში,“ – ამბობს საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში.

თბილისი მადრიდს პირდაპირი ავიარეისით დაუკავშირდება – 2 ესპანური ავიაკომპანია საქართველოში შემოსვლით ინტერესდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g