LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ორიენტირება, აზრების თავმოყრა, ფეხზე წამოდგომა – გთხოვთ, თუ ვინმეს სიცხეები გაქვთ, ყურადღება მიაქციეთ“ – ბექა ყორშია

942
ბექა ყორშია ვირუსზე

ჟურნალისტი ბექა ყორშია გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ როგორც ბევრს, მასაც ვირუსთან გამკლავება გაუჭირდა.

ყორშია საზოგადოებას მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, ყურადღება არ მოადუნონ და შესაბამის ზომებს მიმართონ:

„ხალხო, ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ, რასაც აქ დავწერ.

„ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსები: მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.. თუ ეს სიმპტომები გაქვთ აუცილებლად დარჩით სახლში“ – ივანე ჩხაიძე 

„რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს - ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.“

როგორც ბევრ თქვენგანს, მეც შემეყარა ეს ვირუსი. პირველი იანვრიდან ფეხზე ვერ ვდგავარ. სიცხე ახლაც მაქვს (37.9), მაგრამ პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ორიენტირება, აზრების თავმოყრა, ფეხზე წამოდგომა და გავლა.

ჩემგან გადაედო Nini-ს, რომელიც ჩემზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ფეხის ფრჩხილებიდან დაწყებული თმის ღერებით დამთავრებული ყველაფერი სტკიოდა.

თვალებს ვერ ახელდა სპაზმისგან. რაღაცნაირად მაინც მოვახერხეთ, რომ ერთმანეთისთვის მიგვეხედა. ხან ერთს დაუწევდა სიცხე, ხან მეორეს და ასე ვმონაცვლეობდით, რომ ერთი-მეორეს წამლებისა და სითხეების მიღებაში დავხმარებოდით.

ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არ მახსოვს. ორჯერ მქონდა კოვიდი, მაგრამ რა შედარებაა. ამ ვირუსმა მომკლა და ცხოვრება შემაძულა.

„ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე – შემთხვევათა მატების პიკი სავარაუდოდ აციების კვალდაკვალ გადაიწევს“ – ივანე ჩხაიძე

გთხოვთ, თუ ვინმეს ბოლო ხანებში სიცხეები გაქვთ, მიაქციეთ ყურადღება და თქვენით გადაჭრით ნუ დაასკვნით, რომ ეს უბრალოდ, გრიპია.

გაიკეთეთ პირბადე. ჩვენ ნელ-ნელა და წვალებით, მაგრამ მაინც ვამარცხებთ ამ ჯოჯოხეთს, ალბათ, ხვალ-ზეგ უკვე კარგად ვიქნებით“. – წერს ბექა ყორშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g