LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ ეტაპზე, ნამდვილად ეფექტური იყო საზღვრის ჩაკეტვა, ახლა ცვლილებების დროა – თამუნა თანდაშვილი

175
110313186-10158489609364851-3348802814074399559-n

“ძალიან დიდ აჟიოტაჟს იწვევს საკარანტინე ზონების განგრძობითი პროექტი და რეგულარული ფრენების არ არსებობა მწვანე ზონებთან“, – ამის შესახებ ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი აცხადებს, რომელიც აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე, ნამდვილად ეფექტური იყო საზღვრის ჩაკეტვა, ახლა კი ცვლილებების დროა.

„ძალიან დიდ აჟიოტაჟს იწვევს საკარანტინე ზონების განგრძობითი პროექტი და რეგულარული ფრენების არ არსებობა მწვანე ზონებთან. პირველ ეტაპზე, ნამდვილად ეფექტური იყო საზღვრის ჩაკეტვაც და საკარანტინე პოლიტიკაც, ახლა გავიდა უკვე ხანი და ცვლილებებისა და ადაპტაციის დროა.

– თვითიზოლაცია საჭიროების მიხედვით;

– მწვანე ზონებთან ავიარეისების განხორციელება;

– ისეთი ბიზნესების სუბსიდია სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს;

ისე არა, ჰილტონის ნომერს მე რომ ვალაგებდი, რამეთუ პერსონალი არ ყოფნით”, – წერს თანდაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g