პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„10 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 71 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 59 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში სამი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 62 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“,– აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.
ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი 635 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 309.