LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველად გავიგე ადამიანი დაგეგმილ შეხვედრებზე მიდიოდეს და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდეს ნაყიდი… თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი…“ – პაპუაშვილი გახარიაზე

116
შალვა პაპუაშვილი, გიორგი გახარია

„იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, ჩვეულებრივი უმრავლესობით მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს. ასე რომ, აქაც პრობლემა არ იქნება და არც იქნებოდა არასდროს თუკი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა აქვს, სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი – მათ შორის, გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ნიკა მელიას იმუნიტეტი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ, გიორგი გახარიასთვის საპარლამენტო მანდატისა და იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, „როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანები „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მანდატებს დაკარგავენ.“

ბერდია სიჭინავა: „მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“

ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

„იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, ჩვეულებრივი უმრავლესობით მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს. ასე რომ, აქაც პრობლემა არ იქნება და არც იქნებოდა არასდროს თუკი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა აქვს, სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი – მათ შორის, გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ნიკა მელიას იმუნიტეტი. ასე რომ, იმუნიტეტი დამნაშავეებს არ იცავს.

რაც შეეხება მანდატებს – ეს მანდატები მათ თავად გაიუქმეს. პარლამენტი გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით მიიღებს. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანები და მათ ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებზე, ღალატობს თავის ამომრჩეველს, „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა მანდატებს დაკარგავენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „ეს ადამიანი თვალის დაპაჭუნებაში გაქრა“:

თეა წულუკიანი: „გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან“

წულუკიანმა თქვა, რომ გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში.

„რაც შეეხება მის საგამოძიებო კომისიისგან დამალვას და ასევე მოულოდნელ ქვეყნიდან გასვლას, რაზეც ვხედავთ, რომ მისი თანაპარტიელებიც ვერ სცემენ პასუხს თუ როდის დაბრუნდება. პირველად გავიგე ადამიანი დაგეგმილ შეხვედრებზე მიდიოდეს და ცალი მხარის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არა. ეს ხომ აბსურდია? მის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი და ვნახოთ.

გამოჩნდა, რომ როგორ სახედაც მის მიმდევრებს უნდოდათ, რომ დაეხატათ – მამაცი, გამბედავი ადამიანისა – აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იპარება, როცა ფიქრობს, რომ რაღაც გამოწვევები შეიძლება არსებობდეს. არ ვიცი, რისი შეეშინდა, მაგრამ როგორც 2021 წელს შეეშინდა და „ქართული ოცნებიდან“ გაიპარა, როგორც ჩანს, ახლაც რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარი პარტიიდან. არაფერი საშიში არ არის, საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, ჩვეულებრივი გარემო იყო. არ ვიცი, რა პრობლემა იყო, რომ კვლავ მისულიყო და შესაბამისი განმარტებები მიეცა. რადგან ასეთი შიში აქვს დისტანციურ ჩართვაზეც დათანხმდა კომისია და ხვალ მოვისმენთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g