LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში ელექტროქარები უფრო მეტი გაიყიდა, ვიდრე ჰიბრიდები

58
electrocar

ელექტროქარების მსოფლიო გაყიდვების მაჩვენებელი 2021 წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა და 4,6 მილიონს მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად ჰიბრიდებზე მოთხოვნასაც კი გადაუსწრო. ამასთან, ჰიბრიდების გაყიდვის მაჩვენებელიც 35%-ით გაიზარდა, თუმცა ელექტროქარებთან შედარებით საბოლოო ციფრი 1,5 მილიონით ნაკლები იყო. ელექტროქარებზე მოთხოვნის ასეთ ზრდას ანალიტიკოსები მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩინური ბაზრით ხსნიან.

ჩინელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, „მწვანე“ მანქანებზე მოთხოვნა გასულ წელს 2,6-ჯერ გაიზარდა და 2,91 მილიონი ერთეული შეადგინა. მოთხოვნის ზრდაზე დიდი გავლენა იქონია სახელმწიფო სუბსიდიებმა და შედარებით ბიუჯეტური მოდელების სეგმენტის ზრდამ.

მაგალითად, კომპანია Wuling-მა 2020 წელს ბაზარზე Hong Guang Mini Ev გამოიტანა, მოდელის ფასი მხოლოდ 4 ათასი დოლარი იყო. 2021 წელს 420 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მთლიანობაში ჩინეთში 26,27 მილიონი ავტომობილი გაიყიდა და ელექტროქარებმა ბაზრის 10% დაიკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები