SpaceX-ის ახალი მისიის ეკიპაჟის წევრები გახდნენ პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტები ისტორიაში, რომლებიც ღია კოსმოსში გავიდნენ. სიახლის შესახებ BBC წერს.
უჩვეულო მისია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მას ათასობით ადამიანმა უყურა.
პირველი ხომალდი, მილიარდერმა ჯარედ აიზეკმანმა დატოვა და ღია კოსმოსში რამდენიმე წუთი დაყო. შემდეგ იყო SpaceX-ის ინჟინერი სარა ჯილისი, რომელსაც ხომალდთან კავშირი ტროსის დახმარებით ჰქონდა.
ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ყოფილი სამხედრო სკოტ პოტიტი და ინჟინერი ანა მენონი იყვნენ.
თუ რა თანხა გადაიხადეს ამ ადამიანებმა უნიკალური გამოცდილებისთვის არ ზუსტდება, თუმცა ეჭვგარეშეა რომ საუბარი ათეულობით მილიონ დოლარზეა.