LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში – „ნასას“ ვერტმფრენი მარსის ცაში აიჭრა

116
nasa4345

ამიერიდან „ნასას“ მარსის საჰაერო კვლევების წარმოება შეეძლება. ვერტმფრენი Ingenuity წითელი პლანეტის ზედაპირიდან წარმატებით აფრინდა. ეს ისტორიაში პირველი რეაქტიული ფრენა იყო, რომელიც სხვა პლანეტაზე განხორციელდა.

ვერტმფრენი, რომელიც 1,8 კილოგრამს იწონის, მარსის ეზეროს კრატერიდან აფრინდა და 3 მეტრის სიმაღლეზე დაახლოებით 40 წამის განმავლობაში დაყოვნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენა ხანმოკლე იყო, ის ძალიან წარმატებულად შეფასდა, რადგან მისი წყალობით მომავალში უფრო დეტალური კვლევების განხორციელება გახდება შესაძლებელი.

ვერტმფრენის გარდა, წითელი პლანეტის გამოკვლევას წარმატებულად განაგრძობს „ნასას“ მარსმავალი Perseverance, რომელიც ეზეროს კრატერის შესასწავლად მარსზე 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვა. მეზობელ პლანეტამდე მისაღწევად მას დაახლოებით 7 თვე დასჭირდა. მინი-ვერტმფრენი მარსზე სწორედ „პერსიმ“ (Perseverance-ის სახელი შემოკლებით) ჩაიტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g