რამდენიმე დღის წინ, მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ლონდონში ჩაფრინდა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა იცოდნენ მისი ამ ვიზიტის შესახებ, ამიტომ საგულდაგულოდ მოემზადნენ. რათა შეყვარებულები ერთად დაეფიქსირებინათ.
როგორც იქნა, პაპარაცებმა პრინცისა და მსახიობის ერთად გადაღება მოახერხეს. ექსკლუზიური მასალა გამოცემა The Sun-მა გაავრცელა, მეგანი და ჰარი თეატრში კომედიურ სპექტაკლს „Peter Pan Goes Wrong“ დაესწრნენ.
წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მეგანს ძალიან უყვარს თეატრი, ამიტომ პაპარაცებს სხვადასხვა თეატრთან მისი დაფიქსირების შანსი ყველაზე მეტად აქვთ.
WORLD EXCLUSIVE: First pictures of Prince Harry and girlfriend Meghan Markle on date in London https://t.co/XurKUPYtxJ pic.twitter.com/7dbyCtdco3
— The Sun (@TheSun) December 15, 2016