LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, ცისფერი ღვინის წარმოება დაიწყეს

3049
ipiccy-image

ღვინოს კომპანია George Grey Winery-მ საზოგადოებას ახალი, ინოვაციური პროდუქტი წარუდგინა – საუბარი ცისფერი შეფერილობის ღვინოზე, სახელწოდებით Kesane Wine.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბუნებაში ყველა ფერის პოვნა შეიძლება. ღვინო „კესანე“ წარმოებულია რქაწითელის ჯიშის რჩეული ყურძნის ღვინისგან. სასმელს ცისფერ შეფერილობას ყურძნის კანში არსებული მცენარეული პიგმენტი სძენს, ასევე, გამოყენებულია ღვინის სპირტი და ნატურალური არომატები.

„დააგემოვნეთ ცისფერი ღვინო და შეიგრძენით თუ როგორ ერწყმის სასურველი გემო და არომატი განუმეორებელ ესთეტიურ სიამოვნებას. გამოსცადე პირველმა ღვინისა და ფერების ჯადოქრობა საკუთარ თავზე“, – აცხადებენ „კესანეს“ შემქმნელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g