მადრიდის ”რეალის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო პირველი სპორტსმენია, რომელმაც სოციალურ ქსელებში 200 მილიონი ხელმომწერი დააგროვა. პორტუგალიელი რჩეულიების კლუბში შევიდა.
კრიშმა ”ფეისბუქზე” 109,7 მილიონი მიმდევარი შეაგროვა, ”ინსტაგრამზე” – 49,6 მილიონი, ”ტვიტერზე” კი 40,6 მილიონი. ”ფორბსის” ინფორმაციით, სპორტსმენებს შორის ეს საუკეთესო შედეგია.
ყოველდღიურად ”ფოლოვერების” ნაკადი საშუალოდ 135 ათასით იზრდება. ყველაზე მეტი მიმდევარი რონალდოს აშშ-ში ჰყავს, შემდეგ მოდის საფრანგეთი, ბრაზილია და მექსიკა.
ყველაზე მეტი ”ლაიქი” ”ინსტაგრამში” პორტუგალიელის დაბადების დღის პოსტმა დააგროვა – 1,7 მილიონი.
ცნობისთვის, ლიონელ მესიმ 120,8 მილიონი ხელმომწერი მხოლოდ ”ფეისბუქსა” და ”ინსტაგრამზე” დააგროვა, ”ტვიტერით” ის არ სარგებლობს.
ისე, 200 მილიონი ხელმომწერი ასევე ჯასტინ ბიბერსა და ტეილორ სვიფტს ჰყავთ.