LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი არხი“ პატარა მომღერლებისთვის ახალ მეგაშოუს იწყებს (ვიდეო)

229

„პირველი არხი“ 8-დან 13 წლამდე მომღერლებისთვის ახალ მუსიკალური მეგაშოუს იწყებს. მისი წამყვანი დათუნა ალადაშვილი იქნება. შოუს მიზანი „ევროვიზია 2018“-ის მონაწილის შერჩევაა. შოუს გამარჯვებული ავტომატურად დასახელდება საქართველოს წარგზავნილად პატარების „ევროვიზიაზე“.

კონკურსის სახელწოდებაა „რანინა“. სამი თვის განმავლობაში პატარა კონკურსანტები დიდ სცენაზე ხან ცოცხალი ორკესტრის თანხლებით, ხან ბენდთან ერთად, ხან ნამდვილ ვარსკვლავებთან ერთად დუეტში იმღერებენ.

კასტინგები 14 და 15 ოქტომბერს „პირველ არხზე“ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g