LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ავიაკომპანია, რომელიც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მგზავრებზე იზრუნებს

47

Virgin Atlantic-მა სუსტი მხედველობის მქონე პირებისთვის უნიკალური პროგრამა შექმნა. ბრიტანული ავიაკომპანია არის პირველი მსოფლიოში, რომელიც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მგზავრებს მეტ ყურადღებას მიაქცევს.

პორტალ „Air Journal”-ის ინფორმაციით, ამიერიდან გადამზიდავის ბორტზე იქნება პლანშეტი, რომელსაც მოყვება ყურსასმენი და ნებისმიერ ვიდეოს ხმოვანი ახსნაც ახლავს. სერვისი კომპანია Blue Box Aviation-მა შექმნა და სპეციალისტებმა ათობით ფილმის, წიგნისა და სატელევიზიო შოუს ადაპტირებული ვერსია დაამზადეს. სიახლე ფრენის დამღლელ პროცესს ბევრად უფრო სახალისოს გახდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები