LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დახმარება მზის დარტყმის დროს – აუცილებელი რჩევები

172
FILE PHOTO: A runner cools down with water in Skopje, North Macedonia July 12, 2023. REUTERS/Ognen Teofilovski/File Photo

სითბური ტალღების და თითქმის აუტანელი სიცხის ფონზე, მზის დარტყმის მიღება ძალიან ადვილია. ასეთ ამინდში გარეთ გატარებული დრო შესაძლოა ორგანიზმის დასიცხვით დასრულდეს. მზის დარტყმის სიმპტომებია: თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევის შეგრძნება, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ.

როგორია პირველადი დახმარება მზის დარტყმის დროს?

  • შეეცადეთ დაზარალებული მოაშოროთ მზეს, გადაიყვანოთ ჩრდილში, გრილ ადგილას.
  • შეუხსენით მოჭერილი სამოსი.
  • დაალევინეთ მეტი სითხე.
  • საჭიროების შემთხვევაშია ასუნთქეთ ნიშადურის სპირტიანი ბამბის ტამპონი.
  • თავსა და კისერზე სველი ტილო დააფინეთ.

პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, კარგი იქნება თუკი სასწრაფო დახმარებასაც გამოიძახებთ და დაზარალებულს ამ გზითაც დაეხმარებით.

შეგახსენებთ, რომ 10-დან 16 საათამდე უმჯობესია თუკი მზეზე ყოფნას თავს აარიდებთ, შეეცადეთ გაირუჯოთ ჩრდილში.

სასურველია, ცხიმიან საკვებს და გაზიან სასმელს მოერიდოთ. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და დალიეთ ბევრი, ძალიან ბევრი წყალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები